Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი
თეატრი
2. პროექტის მოკლე აღწერა ერთი ორი წინადადებით
დიდი სურვილი მაქვს, ბავშვებს შევაყვარო ზოგადად თეატრი. სპექტაკლის ნახვამდე თავად მოიძიონ ინფორმაცია და გაითავისონ პიესა.
3. პროექტის სრული აღწერა
მოიძიებენ ინფორმაციას და შეეცდებიან დაახასიათონ საერთოდ თეატრი და გადმოსცენ შთაბეჭდილებები მათ მიერ ნანახი სპექტაკლების შესახებ. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფის დავალებაა: მოიძიონ ინფორმაცია კინოფილმზე და სპექტაკლზე –"მუსიკის ჰანგები" ტთავად ამ ნაწარმოების და პიესის ავტორზე , დროზე, როდის შეიქმნა და როდის ნახა მაყურებელმა როგორც კინოფილმი ან სპექტაკლი . ჰქონდა თუ არა მას წარმატება თავის სამშობლოში და საზღვარგარეთ. საქართველოში, რომელ თეატრში დაიდგა და ვინ არის რეჟისორი? მეორე ჯგუფს ევალება: შინაარსობრივად მოგვითხრონ, რა ხდება კინოფილმში,რომელ დროში ხდება ეს ამბავი , ვის ისტორიას მოგვითხრობს. ვინ არის, კინოფილმში და სპექტაკლში გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი. მესამე ჯგუფს ევალება: მოგვითხრონ და დაგვიხასიათონ პერსონაჟები. დაგვისახელონ მათი სასურველი როლი და მოიძიონ ინფორმაცია ამ როლის შემსრულებელ მსახიობზე. თავად რომ იყვნენ რეჟისორი რასცენას დაამატებდნენ ან პირიქით ამოიგებდნენ სცენარიდან. სამივე ჯგუფს ევალება: შეასრულონ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოებებიდან ერთი მაინც.
მოსწავლეები შეფასდებიან: აქტიურობის, იმპროვიზაციის და ხარისხიანი პრეზენტაციის წარმოდგენით.
4. მონაწილეთა ასაკი
შვიდი–რვა წლის.
5. ვადები/ ხანგრძლივობა
ორი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლეებს ვაჩვენებ ფილმს. ვისწავლით ინტერნეტისა და ენციკლოპედიის გამოყენებას.
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც შეიძლებაშეიქმნას
გაუღვივდეთ ინტერესი თეატრისა და კინოს მიმართ. ეზიარონ ხარისხიან მუსიკასა და რეჟისურას. და თავად ისწავლონ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება წიგნისა და ინტერნეტის დახმარებით. მოპოვებულ ინფორმაციას: სურათებს ,ჩანახატებს ,ტექსტებს და ვიდეოს განვათავსებთ ბლოგზე.
8. სარგებელი სხვებისთვის
სხვათათვის არ იქნება უინტერესო ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის წაკითხვა და განხილვა.

9. სამუშაო ენა
ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს.
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ჩვენ შრომას კავშირი აქვს –ხელოვნებასთან,მუსიკასთან, ქართულთან. ეცნობიან –კინოსა და თეატრს ,როგორც ხელოვნების დარგს. ეცნობიან მუსიკალურ ნაწარმოებებს და შეძლებისდაგვარად სწავლობენ მათ შესრულებას. სწავლობენ ინფორმაციის გასაგებად ,მარტივად და გამართული წინადადებებით ქაღალდზე გადმოტანას.
ს.გ.II.7. მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს, გამოთქვავს აზრს საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე. ს.გ.II.8.მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს , რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება. ს.გ.II.6.მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად. ს.გII.4. მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს. ს.გ.II.13.მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.
12. პროექტის ავტორი
ნონა ჭრელაშვილი.
13. ავტორის ელ. ფოსტა
nonashrelahvili@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
nonashrelahvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment